საქართველოს ნაკრების სამი წევრი ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია 

06 მაისი 2024, 09:04 262 ნახვა

ესპანურმა „პალმამ“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ 5:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების წევრები – შაგინია, ვილიან ლოურენსო და ბრუნო გომესი გამოდიოდნენ, მათგან ორმა ფინალში გოლი გაიტანა.

ერევანში გამართულ ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში „პალმამ“ ლისაბონის „ბენფიკა“ დაძაბულ დაპირისპირებაში დაამარცხა. ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, პენალტებით კი ესპანელებმა 4:3 მოიგეს. გადამწყვეტ მატჩში „პალმა“ ბარსელონას დაუპირისპირდა, რომელმაც ნახევარფინალში „სპორტინგს“ 5:4 სძლია.

„ჯვაროსნების“ რიგებში ნათამაშებმა ვილიან ლოურენსონმა „ბარსელონას“ კარში გოლი შესვენებამდე 7 წამით ადრე გაიტანა და თავისიანები 2:1 დააწინაურა, ხოლო შაგინიამ თავი მატჩის ბოლოს გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახადა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში