ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს 

07 მაისი 2024, 09:01 213 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ჯოვანი ფონიო ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 531-ე ადგილს იკავებს. ის პრაღის ტურნირის ძირითად ბადეში პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. მისი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში