ქართველი მოჭიდავეების ბოლო შანსი ოლიმპიადაზე მოსახვედრად 

08 მაისი 2024, 08:44 252 ნახვა

9-12 მაისს სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე, თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება. პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

საქართველოს ნაკრები ლიცენზიის მოპოვებას ხუთ წონაში შეეცდება: პარიზის საგზურისთვის ფრიდონ აბულაძე, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია იჭიდავებენ.

თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიის მოსაპოვებლად სამი ქართველი ფალავანი იბრძოლებს. რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და ვლადიმერ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში