ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერს გამოეთიშა

09 მაისი 2024, 09:50 250 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში არგენტინელ მარკო ტრუნხელიტის დაუპირისპირდა და სამ სეტში - 6:4, 1:6, 1:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პრაღის ტურნირზე ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, მაგრამ ძირითად ბადეში პირველი ეტაპიც ვერ გადალახა.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელებს შორის მსოფლიო რეიტინგში 531-ე ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში