ესპანეთსა და არგენტინას შორის ურთიერთობები დაიძაბა

20 მაისი 2024, 08:34 270 ნახვა

ესპანეთმა ბუენოს აირესიდან  თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გაიწვია, რაც არგენტინის პრეზიდენტმა მაკომპრომენტირებელი კომენტარები გააკეთა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიმართ მადრიდში ულტრამემარჯვენეთა  მიტინგის დროს.

მილეიმ სანჩესის მეუღლეს ბეგონა გომესს "კორუმპირებული" უწოდა მადრიდში ულტრამემარჯვენე პარტიის ვოქსის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე, რომელსაც ესწრებოდა მისი მრავალი საერთაშორისო მოკავშირე.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში