„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ბათუმში დღეს აქცია გაიმართება 

10 მაისი 2024, 14:04 249 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს დღეს ბათუმში გააპროტესტებენ. „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ აქციის მონაწილეები დღესაც ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

აქციას  მონაწილეები ბულვარის კოლონადებიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ. საპროტესტო ტალღა ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სადავო კანონპროექტი არ პასუხობს ევროპულ მისწრაფებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში