გარდაიცვალა ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე

20 მაისი 2024, 17:48 253 ნახვა

93 წლის ასაკში ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. 

გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში - თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.

იგი ავტორია ოთხი მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. რვა საკანდიდატო სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. 

გულიკო ჩაფიძეს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, ღირსების ორდენები, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 2017 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქეობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი