ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში დიდებს შორის გრძელდება

25 მაისი 2024, 20:02 518 ნახვა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს საქართველოს ნაკრები.

ჩვენმა მებრძოლებმა ბრინჯაოს მედლები უკვე გაინაღდეს და ახლა ოქროსთვის აგრძელებენ ბრძოლას.

სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების სამი წევრი ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს, თუმცა 15 მებრძოლიდან შემდგარი ნაკრების უმეტესობას სხვადასხვა სინჯის, მათ შორის ოქროს მედლების მოპოვების შანსი აქვთ.

ზოგ წონაში საქართველოს ორ ორი მონაწილე ყავს, ნახევარფინალში არიან და შეიძლება ქართული ფინალებიც ვიხილოთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში