რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ - რუმინეთის საგარეო უწყება

26 მაისი 2024, 13:06 248 ნახვა

რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

შესაბამისი განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს. მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირების პროექტები შავ ზღვაში. რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მთავარია ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ერთგულება და რეფორმები“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში