ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის

26 მაისი 2024, 13:10 272 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშიანიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის.

„გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მეგობარ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარება იყო სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამასთან დაკავშირებით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს მიმდინარე წელს სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის, კიდევ უფრო, გაღრმავებისა და გაფართოებისთვის.

 

ხაზს ვუსვამ, ერევანში მიმდინარე წლის მარტში გამართული ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ცივილიზაციურ ერთიანობასა და ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სომხეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობას, კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და ახალ მიღწევებს“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში