საქართველო-სომხეთის სასაზღვრო რაიონში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

27 მაისი 2024, 10:05 317 ნახვა

საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა სოფლებში ძლიერი წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად წყალდიდობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. უხვი ნალექის გამო საქართველოს  მინიმუმ 15 სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროსგან. 

დატბორილი რაიონებიდან  ევაკუირებულია 230 ადამიანი. დაზიანებულია შენობები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. რადიო თავისუფალი ევროპის ინფორმაციით,  მდინარე დებედის ადიდების შედეგად  სომხეთსა და საქართველოს შორის გადაიკეტა გზატკეცილი და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.

მარნეულსა და ბოლნისში წყლით დაიფარა ქუჩები და ავტომობილები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ,,დებედამ“ დააზიანა   სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე, სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია.  

ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში