მიმართვა მთავრობის თავმჯდომარეს

29 მარტი 2017, 00:00 3529 ნახვა

ციხისძირში ევკალიპტის ხეებს ტოტებს ჭრიან, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ  ეხმაურება. მერაბ ცინცაბაძის განცხადებით, ხეები უკანონოდ იჩეხება და ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ცინცაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს,  დაინტერესდეს საკითხით. გამწვანების სამსახურის უფროსმა  ხეების გადაბელვის ნებართვა წარადგინა და განაცხადა, რომ ტოტები გზაზე ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოებისთვის იჭრება.  ვახტანგ ნემსაძემ ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც გამწვანების სამსახურს ნებას რთავს სამუშაოებთან დაკავშირებით გზაზე მოძრაობა ცალმხრივად შეაფერხოს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ  ამასთან დაკავშირებით კომენტარი ერთელ უკვე გააკეთა და განმარტა, რომ პროცესი უკანონო  არ  არის.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში