აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

06 ივნისი 2024, 18:14 561 ნახვა

აქცია იყო აჭარის მთავრობასთან . ადგილობრივი ხელისუფლების მთავარ ადმინისტრაციულ შენობასთან სხვადასხვა მიზეზით დაზარალებული და უსახლკარო ოჯახები შეიკრიბნენ. აქციას უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ხელმძღვანელობდა. იგი აჭარის მთავრობას ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ , გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული ბინების აქციის მონაწილეებისა და სხვა თავშესაფრის პრობლემის მქონე პირებისთვის გადაცემაში დახმარებას სთხოვს.

მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინების მოქალაქეებზე გადაცემის თანხმობა დაკავებული თურქი ბიზნესმენის წარმომადგენლებისგან უკვე აქვს, თუმცა პროცესს მათივე მოთხოვნა აფერხებს. ოზთურქის წარმომადგენლები შუამდგომლობას აჭარის მთავრობისგან ითხოვენ. მერაბ ბლადაძის თქმით, შესაბამისი წერილით მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართეს პასუხი კი არ მიუღიათ.

სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად უფლებადამცველს და აქციის რამდენიმე მონაწილეს მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა, რომელიც მერაბ ბლადაძის თქმით ინფორმაციის აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის გადაცემას დაჰპირდა. ბლადაძე აცხადებს, რომ ისინი პროცესში პრემიერ მინისტრის ჩართვას  და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას დაელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში