ლტოლვილთა ბანაკზე რეიდის დროს მოზარდი დაიღუპა

10 ივნისი 2024, 09:45 254 ნახვა

ისრაელის არმიამ დღეს დილით დასავლეთ სანაპიროს ტუბის მახლობლად ალ-ფარაას ლტოლვილთა ბანაკი დაარბია, რის შედეგადაც პალესტინელი მოზარდი დაიღუპა.

15 წლის მაჰმუდ ნაბრისს ბანაკში ისრაელის თავდაცვის ძალების რეიდის დროს ცეცხლი გაუხსნეს. იგი მიღებული  ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც პალესტინელებს სურთ ღაზასთან ერთად მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცენტრი იყოს, გასულ წელს ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ძალადობისა  და ისრაელის უსაფრთხოების ძალების მხრიდან სერიოზული რეპრესიების ადგილად იქცა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი