15-16 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

10 ივნისი 2024, 16:47 1384 ნახვა

15-16 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ საზეიმოდ გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც "ზაფხული იწყება აქ“.  ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

უწყების ინფორმაციით, ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები.

ასევე განმარტავენ, რომ ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ.  ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი