თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ვიცე-ჩემპიონია

14 ივნისი 2024, 13:52 206 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სერია ეი-ს ფინალში დამარცხდა. ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოსთან“ სერია 1:3 წააგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

გადამწყვეტი მატჩი მილანელებმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ ადვილად, 85:73 მოიგეს.

თორნიკემ 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

შენგელიამ საკლუბო სეზონი დაასრულა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც იტალიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი