“ბეთლემის” ფეხბურთელებს გამგებელი შეხვდა

24 მაისი 2016, 00:00 4796 ნახვა

საფეხბურთო კლუბ ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელებს დახურულ კარს მიღმა  ქედის გამგებელი შეხვდა.  მოგვიანებით კი დავით დუმბაძემ ისინი ინდივიდუალურად, საკუთარ კაბინეტში დაიბარა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ის ფეხბურთელები რომლებიც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩაწყობილ თამაშში ამხილა. ინციდენტის შემდეგ დღეს ფეხბურთელებმა პირველი კომენტარი ,,ახალ ამბებთან” გააკეთეს. ისინი მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს  უსაფუძვლოს უწოდებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ სასამართლოში სარცელი შეიტანონ. რა საკითხებზე ესაუბრა დავით დუმბაძემ ფეხურთელებს, უცნობია, რადაგან ამნ სატელევიზო კომენატრი არ გააკეტა. ასევე უცნობია,  საიდან გადაიხდიან  ჯარიმის თანხას. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში