ნაციონალური მოძრაობის განცხადება

09 ოქტომბერი 2024, 18:46 314 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში განცხადება გააკეთეს, რომელიც მდინარე დეხვადან ინერტული მასალის გატანას ეხება.

როგორც ენმ-ეს წევრები ამბობენ, მდინარიდან ქვა-ღორღის გატანა ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, ასევე მოსახლეობა რიგი პრობლემების წინაშე დადგება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მდინარიდან ქვა-ღორღის გატანა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკის ხდება, რომელიც მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

ამისთვის ნებართვა ცენტრალური ხელისუფლებიდან აქვს მიღებული. ენმ მიიჩნევს, რომ ეს წინა საარჩევნოდ სოფლის მოსახლეობის ხმების მოსყიდვის მცდელობაა, რომელიც აქამდე არ გახსენებიათ. ისინი ქობულეთის მერიას და აჭარის საგზაო გების დეპარტამენტს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში, მაუწყებელს განუცხადეს რომ გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში ხუთივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები და მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებებზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში