ჭიაბრიშვილმა ''დინამო'' ბათუმში მუშაობა გამარჯვებით დაიწყო

18 ოქტომბერი 2024, 22:11 938 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი ''გაგრას'' ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა.

ანგარიში მე-11 წუთზე ბალბურდიამ გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა.

პირველი ნახევრის კომპერსირებულ დროში გიორგი უბილავამ წითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ.

მეორე ნახევარში ''დინამოს'' შემადგენლობიდან გოლები ინჯგიამ და მილჩენკომ გაიტანეს, ხოლო გაგრელთა მხრიდან გაბისკირიამ და ლომთაძემ გამოიჩინეს თავი.

საბოლოო ჯამში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა დაძაბული მატჩი 3-2 მოიგეს.

ამ დროისთვის ''დინამო'' ბათუმი 45 ქულით მეოთზე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში კი 27 ოქტომბერს გასვლაზე წყალტუბოს ''სამგურალს'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში