სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი 

05 ნოემბერი 2024, 10:09 427 ნახვა

„ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქი“, სწორედ ამ ფორმატით ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო პირველობა ჭადრაკში, რომელშიც სხვადასხვა კლასის 24 მოსწავლე მონაწილეობდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

შიდა-სასკოლო პირველობაში გამარჯვებული პირველი სამეული პირად პირველობაში 9 ნოემბერს იასპარეზებს, 10 ნოემბერს კი გამარჯვებული ხუთეული გუნდურ პირველობაზე ითამაშებს.

ტურნირი სასკოლო ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მერიის და საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ერთობლივი ორგანიზებით 2018 წლიდან ტარდება.

შეჯიბრების პირველი ეტაპი შიდა-სასკოლო პირველობს მოიცავს, რომელიც ბათუმის სხვადასხვა სკოლაში იმართება, გამარჯვებულები კი დასკვნით ეტაპზე სხვა სკოლების გამარჯვებულებს ეჯიბრებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში