კამალა ჰარისმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლა გადადო

06 ნოემბერი 2024, 09:05 285 ნახვა

კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს, - ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარემ  სედრიკ რიჩმონდმა განაცხადა.  „ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. არის შტატები, რომელთა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა“, - განაცხადა სედრიკ რიჩმონდმა.

ვაშინგტონში ჰარისისთვის ჰოვარდის უნივერსიტეტის ეზოში დიდი წვეულების გამართვა იგეგმებოდა. მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და ასევე მხარდამჭერთა შეკრების ადგილი უკვე დატოვა.

მხარდამჭერებმა შეკრების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა ორი ე.წ. მერყევი შტატის – ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ შტატებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში