საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

06 ნოემბერი 2024, 23:02 263 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის  პირველი მატჩი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური სხვაობით 26:27 დამარცხდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში  ტიტე კალანდაძის გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და 13:12 მოიგო. მეორე ნახევარში კი უპირატესობას უკვე ბერძნები დაეუფლნენ და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვებაც მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა, ბერძენთა შორის კი 7-7 გოლი  ნიკოლაოს ლიაპისისა და ახილეას ტოსკასის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 10 ნოემბერს, თბილისში, ისლანდიასთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში