მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი: ''უახლოეს დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალჩინოსნებზე გავასაჯაროებ ინფორმაციას''

26 აპრილი 2017, 00:00 3719 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნებზე გაასაჯაროებს ინფორმაციას, განცხადება შავაძემ, პროცესის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. 

შავაძის განცხადებით გადაწყვეტილება პოლიტიკურ სარჩულს ატარებს.

11-12 მარტს, ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძისა და ჩხვირკიას ადვოკატები დღევანდელი გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავენ. მათი განცხადებით, ისინი სააპელაციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ. 

ღოღობერიძისა და ჩხვირკიას ​ პროკურატურა 11-12 მარტის ღამეს, აქციის ორგანიზებას და პოლიციის შენობაში შეჭრის მცდელობას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში