ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

29 მაისი 2016, 00:00 2894 ნახვა

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ხუთკაციანმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილი ასპარეზობდა. მან 83 კგ წონით კატეგორიაში 200 კილოგრამიანი შტანგა ასწია, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული. იგი ევროპის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 14 გზის ჩემპიონია.

ამავე კატეგორიაში