ფრიდონ ხალვაშის იუბილე

17 მაისი 2017, 00:00 3123 ნახვა

აჭარაში ,,ფრიდონობა“ აღინიშნება. სახალხო ზეიმი ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების თარიღს ეძღვნება.

იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა პოეტის სახლ-მუზეუმში, სოფელ გეგელიძეებში. მანამდე კი, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი