პოლონეთის პრეზიდენტს ბათუმში ელოდებიან

31 მაისი 2017, 00:00 2453 ნახვა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს დღეს ბათუმში ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრა ანჯეი დუდასა და ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრები, აჭარის მთავრობის მინისტრები და ელჩი დაესწრებიან.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გონიოს ციხე-სიმაგრეს დაათვალიერებს და ბათუმის ბულვარში გაისეირნებს. შეხვედრები მედიისთვის დახურულია. პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში.

ამავე კატეგორიაში