პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო. მნიშვნელოვანი ცვლილება ემიგრანტებს შეეხება. ახალი რედაქციით არჩევნები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
ცვლილებას 76 - მომხრე და 9 - წინააღმდეგი ჰყავდა. პროექტით ასევე დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიომონიტორინგი აკრძალული იქნება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების წევრები არიან.
