ევროპარლამენტის შიდა ბაზრის კომიტეტის გადაწყვეტილება - შეფასებები

28 ნოემბერი 2025, 15:01 308 ნახვა

ევროპარლამენტის შიდა ბაზრის კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტის  მორიგი დადასტურებაა ,,ქართული ოცნებისთვის“.   მმართველ პარტიაში  საქართველოში უცხოური გამჭვირვალობის  კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.  

გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა  კანონი რომელიც საქართველოში მოქმედებს  არა გამჭვირვალობას , არამედ მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს - პოლიტიკურ იერიშს ემსახურება.

ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ადგენს.

ცვლილება  ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში