აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმედგაცრუებას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ვერ მიღწევასთან დაკავშირებით. თუმცა ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ პროგრესს ხედავს – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის საკითხი, არა მხოლოდ მისთვის არამედ თეთრი სახლისთვისაც რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილი იქნებოდა - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
