საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა - შეფასებები

05 დეკემბერი 2025, 14:19 79 ნახვა

შეიქმნება თუ არა პარლამენტში კიდევ ერთი საგამოძიებო კომისია? ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დააინიცირებს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების  მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პარტიის წევრის ტატა ხვედელიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა.

მმართველ პარტიაში პარტია ''საქართველოსთვის'' გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, სადაც ამბობენ, რომ გიორგი გახარიას პარტია არაკომპეტენტურია და მათ საკითხთან დაკავშირებით დასკვნების გამოსატანად არანაირი ობიექტური პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ.

ამასთან, მმართველ გუნდში პარტია გახარიას წარმომადგენლებს 20 ივნისის ღამეს ახსენებენ და ამბობენ, რომ უმჯობესია პარტიამ საგამოძიებო კომისია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნას, სადაც პარტიის ლიდერის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროინდელ მოქმედებებს გამოიძიებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში