კომაროვის სკოლის მოსწავლეების ინოვაციური მოწყობილობა

08 დეკემბერი 2025, 19:56 121 ნახვა

ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.

კომაროვის მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის შექმნილი დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერი „ლუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.

„ლუსი“ უსინათლოებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად  კვებისთვის საჭირო ისეთი აქსესუარების მოხმარებას უმარტივებს, როგორიცაა: თეფში, დანა-ჩანგალი და სხვა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში