ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა მაყურებელს შობის ჯადოსნურ ღამეში გადაიყვანს. უჩვეულო საჩუქარი ,,მაკნატუნა" შუაღამისას ნამდვილ ჯარისკაცად იქცევა და პატარა გმირს, მარიასა და მაკნატუნას ერთად უწევთ ბრძოლა თაგვების მეფესთან, რის შემდეგაც ისინი ტკბილეულით სავსე სამეფოსკენ მიემართებიან.
სპექტაკლი გამოირჩეოდა დინამიკური ეპიზოდებით, მრავალფეროვანი სცენოგრაფიითა და მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმით. პრემიერას განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა მაყურებელი და თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი ზღაპრული, შობის განწყობაზე მორგებული სპექტაკლი შეემატა.
