შუახევში, სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

12 ივლისი 2017, 00:00 2887 ნახვა

შუახევში, სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

100 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 734 444 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. სკოლა, რომელშიც სოფელ მაწყვალთის 50-მდე მოსწავლე სწავლობდა, ავარიულია, ხოლო ტერიტორია ეროზიული. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ახალი სკოლის მშენებლობა სხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რისთვისაც მიწის ნაკვეთი თვითმართველობამ შეისყიდა. 

ამავე კატეგორიაში