სტომატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია

14 ივლისი 2017, 00:00 3300 ნახვა

ბათუმი სტომატოლოგთა მე-13  საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ის  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება და მასში ცნობილი ქართველი და  უცხოელი წამყვანი სპეციალისტები  მონაწილეობენ.

კონგრესის ფარგლებში მომხსენებლები  ამ სფეროს თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავენ, მათ შორის უსაფრთხოებას.  ასოციაციამ დღეს ერთწლიანი მუშაობაც შეაჯამა და    სტომატოლოგიური კლინიკების  მენეჯმენტის შესახებ გამოცემული სახელმძღვანელო ფორუმის მონაწილეებს გააცნო. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური და ადგილობრივი  წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ამავე კატეგორიაში