სამშობიარო სახლებს დონეები მიენიჭათ

14 ივლისი 2017, 00:00 3046 ნახვა

პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მუშაობის შედეგები განიხილეს დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.   რეგიონში მოქმედ 10-მდე სამედიცინო დაწესებულებას უწყებისგან შესაბამისისი დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.

ამ ეტაპზე ხულოს, შუახევის და ქედის კლინიკებს პირველი, ქობულეთს მეორე, ხოლო მე-3  დონე ბათუმში  კლინიკებს მედინასა და შპს ბრაზერსს მიენიჭათ. რეფორმას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მეორე წელია ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს სამედიცინო მომსასხურების ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სამინისტროში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია  უკვე დასრულდა. 

ამავე კატეგორიაში