აქცია საოკუპაციო ხაზთან

14 ივლისი 2017, 00:00 2837 ნახვა

''ქართველთა მარში'' მიმდინარეობს თბილისში. ორგანიზატორები საემიგრაციო კანონის გამკაცრებას და არალეგალების  მიერ ქვეყნის დატოვებას მოითხოვენ. პატრიოტიზმი, თუ ქსენოფობია? სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” აგრესიის გამოვლენის საფრთხეებს ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ხელისუფლებას მოუწოდეს მიიღოს ზომები, რათა აქცია არ გასცდეს ჩარჩოებს, რომ არ მოხდეს რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობის გამოვლინება. პარალელურად აქცია გაიმართა ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან. ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ მისი მიზანია თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს აჩვენონ რა არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა – რომ ეს მცოცავი ოკუპაციაა. საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია დღის პირველ ნახევარშიც გაიმართა. „სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ - ამ წარწერით ბანერი აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ზოლთან ახლოს  დატოვეს.  

ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა  ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო-ცოცხალი  ჯაჭვი შეკრეს, სადამდეც ისინი მსვლელობით მივიდნენ. საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი. მან აღნიშნა, რომ ის რასაც 21-ე საუკუნეში საქართველოს მეზობელი აკეთებს ამერიკისთვის მიუღებელია. 

ამავე კატეგორიაში