პროგრამა ფერმერებისთვის

21 ივლისი 2017, 00:00 3173 ნახვა

მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. 2018 წლიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ, თანადაფინანსებით 200 ჰექტარ მიწაზე მათთვის სასურველი კულტურები გააშენონ.

პროგრამის მიზანია ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა,  დაბალმოსავლიანი ბაღების  პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული  ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება და შესაბამისად ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაგეგმილი სიახლეები დღეს ქობულეთელ ფერმერებს გააცნეს. 

ამავე კატეგორიაში