“ბერმუხას” ახალი წევრები

05 აგვისტო 2017, 00:00 2783 ნახვა

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ  უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ „ ბერმუხას“ ოთხი მოცეკვავე  დაემატა. ანსამბლში ახალი წევრები კონკურსის საშუალებით შეირჩა,  შესარჩევ ტურში   9 მოცეკვავე ღებულობდა მონაწილეობას. 

ანსაბლი ახალ ნომრების დადგმაზეც მუშაობს, ასევე ემზადება საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად, სამომავლოდ ბერმუხა საბერძნეთში და თურქეთში გასტროლებს გეგმავს. ბერმუხა 1981 წელს დაარსდა  და მასში  გაერთიანებული იყო 65 მოცეკვავე, ამჟამად ანსამბლი 14 წევრისგან შედგება , მათგან  ყველაზე უხუცესი 95 წლისაა. ანსამბლში ახალი წევრების დამატებისთვის და სახელფასო ფონდის გაზრდისთვის ბიუჯეტიდან 16  250 ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში