სარეაბილიტაციო სამუშაოები ზენდიდის ციხესთან

11 აგვისტო 2017, 00:00 2732 ნახვა

ქედაში, ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცალფეხო ბილიკს, მოეწყო კიბეები.

მიმდინარეობს მოაჯირეების მოწყობა და განათების მონტაჟი. ციხესთან მოეწყობა მოსასვენებელი ადგილიც. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 ათას 800 ლარია გამოყოფილი. ზენდიდის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში