შინდისის გმირები

11 აგვისტო 2017, 00:00 2374 ნახვა

11 აგვისტო შინდისის გმირების ხსენების დღეა. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ქართველი მეომრების ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

სასულიერო პირმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  შინდისის გმირების სახელობის პარკში 17 გმირის  სახელზე  ნერგები დაირგო. ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში