ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

21 აგვისტო 2017, 00:00 2364 ნახვა

ქალაქის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 2 მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ მერიას ტრანსფერის სახით გადასცა. თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქუჩების რეაბილიტაციის, კომუნალურ პროექტებს და კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება. 50 ათასი ლარით დაფინანსდება სილამაზის კონკურსი ''მის საქართველო''.

სწორედ ამ პროექტის გამო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ნაციონალურ მოძრაობაშიც, პარტიაში ამბობენ, რომ პროექტების დაგეგმვა წლის დასაწყისში იყო შესაძლებელი, არჩევნების წინ კი ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელება ამომრჩევლის მოსყიდვაა. საკრებულოს თავმჯდომარე  ცვლილებებს არჩევნებს არ უკავშირებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში