საბჭომ სამხატვრო ხელმძღვანელები შეარჩია

29 აგვისტო 2017, 00:00 1699 ნახვა

პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია. ხუთწევრიანმა საბჭომ მხარი ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს როინ სურმანიძეს დაუჭირა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის შემთხვევაში კი ახალი კადრი შეარჩია და არჩევანი ექსპერიმენტული თეატრის ხელმძღვანელზე გიორგი ჩხაიძეზე გააკეთა.

თუმცა საბჭოს წევრებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ბათუმის თოჯინების თეატრთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაცია შეიმუშავეს. კანდიდატების სია აჭარის კულტურის მინისტრს უკვე გადაეგზავნა, რომელმაც მათი დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 2 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში 5 კანდიდატი მონაწილეობდა. საბჭოში აცხადებენ, რომ ხმები გაიყო და გადაწყვეტილებისას მთავარი აქცენტი კანდიდატთა მიღწევებსა და კონცეფციაზე გაკეთდა. სამხატვრო ხელმძღვანელებს 4 წლის ვადით ირჩევენ.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში