ახალსოფელში კარანტინი გამოცხადდა

07 სექტემბერი 2017, 00:00 3849 ნახვა

ფატალურად დასრულებული ჯილეხის შემთხვევა აჭარაში. გარდაცვლილია კაცი, რომელმაც  დაავადებული პირუტყვი  დაკლა, რომელსაც ჯილეხისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალსოფელში კარანტინი გამოაცხადა.  ,,მთავარის” გადამღებმა ჯგუფმა  ცოტა ხნის წინ გადაიღო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ბალახობენ  დღესაც ძროხები იმ ადგილას სადაც  სავარაუდოდ დაავადებული პირუტყვის ხორცი დაყარეს.

კარანტინის გამოცხადების მიუხედავად მებოცვრეობის კომპლექსის ყოფილი შენობის ტერიტორიაა ამ დრომდე შემოსაზღვრული არ არის. ადგილზე არც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დაავადებული პირუტყვის ხორცის სათანადოდ დამუშავების შემდეგ დაწვეს და სპეციალურ ორმოში დამარხეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი