ქალაქის თვითმმართველობის შენობა, რომელშიც ცოტა ხანში ახალი მერი დაიკავებს სავარძელს, ბათუმის პირველი მმართველის ლუკა ასათიანის თავკაცობის პერიოდშია აგებული. 1895 წლიდან დღემდე, მოსახლეობისა და საზღვრების, შემოსავლისა და სტატუსის ცვლილებასთან ერთად, ქალაქს არაერთხელ შეეცვალა მმართველი.
ლუკა ასათიანის გარდაცვალებიდან მალევე, ბათუმის თავკაცობა ივანე ანდრონიკაშვილმა გადაიბარა. შემდეგ იყო გენერალი, კომისარი, კადეტი.. 2000 წლიდან ბათუმის, მმართველის პოზიცია 4 წლის ვადით, ასლან აბაშიძის რეჟიმის პირობებში, მის შვილს, 24 წლის გიორგი აბაშიძეს ეკავა. ლუკა ასათიანიდან გიორგი ერმაკოვამდე – მმართველები და მათთან დაკავშირებული ამბები