აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა ხმაურით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან პასუხს ითხოვდა რატომ არ შევიდა დღევანდელ დღის წესრიგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბუჯეტის შესრულების ანგარიში. პეტრე ზამბახიძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ფინანსთა მინიტრის სესიაზე მოწვევის ინციატივით მიმართა. მისი განმარტებით, დავით ბალაძეს ანგარიშის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ყველა ვადა ამოეწურა, რაშიც იგი დეპუტატებს ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას აკისრებს. კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი კი პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ანგარიშზე დასკვნა კომისიამ დიდი ხნის წინ მოამზადა, დოკუმენტი კი უმაღლესი საბჭოს აპარატს ჩააბარა. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ორჯერ გავიდა და მისი განხილვა ორივეჯერ ოპოზიციის გამო არშედგა.