სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში

25 სექტემბერი 2017, 00:00 2957 ნახვა

სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში. ქობულეთის სოფლებში შიდა გზების გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მეწყერმა და ღვარცოფმა 12 ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა ჩახერგა. რამდენად უსაფრთხოა აქ  ცხოვრება,  საკითხს დილიდან სწავლობენ გეოლოგები. მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება დამეწყრილი ოჯახების განსახლების საკითხი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში