ქობულეთში სტიქიის  ზონას  გეოლოგები  სწავლობენ

25 სექტემბერი 2017, 00:00 2873 ნახვა

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო ცხოვრება დამეწყრილ სახლებში. ძლიერი წვიმის შემდეგ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან 6 ოჯახია საკუთარი სახლიდან გასახლებული, ისინი ამ დროისთვის ნათესავებთან ცხოვრობენ.

გეოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ როდის იქნება დასაშვები სახლებთან ჩამოწოლილი მიწის მასისგან ტერიტორიის გაწმენდა. მეწყრის და ღვარცოფის შედეგად ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზები, რომლებსაც დილიდან წმენდენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში