ენდიაის ანგარიში და რეკომენდაციები

17 ივნისი 2016, 00:00 3361 ნახვა

ენ-დი-აი-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ყველა შეხვედრაზე ძალადობა და დაშინება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა - ამის შესახებ ''ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში წერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ სახეზეა მნიშვნელოვანი და გადალახვადი გამოწვევები. საარჩევნო საკითხების დასარეგულირებლად ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა პირადი ცხვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების, კორცხელის ინციდენტისა და მართლმსაჯულების სისტემის შესახებაც ისაუბრეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი