სოკარ ჯორჯიას სამუშოებმა სოფლის გზა მოშალა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3463 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზედა თხილნარის მოსახლეობა უგზოობას უჩივის. სოფელში კომპანია სოკარ ჯორჯიამ გაზიფიკაციის პროექტი დაიწყო. მილები სასოფლო გზაზე გაიყვანეს,  თხრილი არ ამოავსეს და გზა არ მოხრეშეს, რის გამოც წვიმიან ამინდში ატალახებულ გზაზე გადაადგილება ჭირს. 

ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზების კეთილმოწყობა გაზიფიკაციის პროექტის ფარგკლებშია გათვალისწინებული, ოღონდ ბუნებრივი აირის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ. გამგეობის ინფორმაციით, კომპანიას სამშენებლო ვადა კიდევ ორი თვე აქვს. კომპანია სოკარ-ჯორჯიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში