მეწყრის ახალი კერა ქედაში

17 ოქტომბერი 2017, 00:00 3433 ნახვა

სტიქიის მეორე დღე აჭარაში. პრობლემები შეიქმნა თითქმის ყველა მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში. ჯამში საფრთხე შეექმნა 25-მდე ოჯახს, ამ დროისთვის მათი უმრავლესობა სახლებში დაბრუნდა, ახლობლებთან გაათევს ღამეს 11 ოჯახი.

მცირე და მასშტაბური მეწყრის 50-მდე კერა დაფიქსირდა მთელ აჭარაში. მიწის მასაა ჩამოწოლილი საცხოვრებელ სახლებთან, შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში